რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა, დაღუპულია ქალი, არიან დაჭრილები

Unian

2 ნოემბერს, გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, გარდაიცვალა ქალი, არიან დაშავებულები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

"გამოძიების ინფორმაციით, 2 ნოემბერს, დაახლოებით 4:00 საათზე რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ხერსონის ოლქის სოფელ სტანისლავზე. დაღუპულია 81 წლის ქალი". – ამბობს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი.

პროკუდინის თქმით განვლილ 24 საათში რუსეთმა ხერსონის ოლქი 188-ჯერ დაბომბა. დაბომბვისას გამოყენებული იყო ნაღმტყორცნები, არტილერია, გრადი, ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები და ავიაცია. ჯამში ნასროლია 604 ჭურვი, დაღუპულია 3, დაშავებულია 4 ადამიანი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ბომბავს. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, ნადგურდება ინფრასტრუქტურა.

კომენტარები