ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 1 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.7 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.27 თეთრით გამყარდა. 1 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  2.7149 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.865 ლარი. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი - 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.87 ლარად.

კომენტარები