სერბეთი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

REUTERS/Zorana Jevtic/File Photo

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 1 ნოემბერს სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის 17 დეკემბერს ჩანიშნა. საპარლამენტო არჩევნები ბელგრადში და 65 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. 

ვუჩიჩის ლიდერობით მმართველი პარტია კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესის დაწყების მომხრეა, რაც აუცილებელი წინაპირობაა სერბეთის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. 

Reuters-ის ცნობით, ვუჩიჩი დროის მოგებას ცდილობს, რათა გადადოს გადაწყვეტილების მიღება ალბანეთის სერბული რეგიონის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სერბების ნაწილს თავიანთ სამხრეთ პროვინციად მიაჩნიათ. ასევე, Reuters-ის მიხედვით, ვუჩიჩს ვადამდელ არჩევნებამდე საკუთარი პოზიციების გამყარება და თავის პარტიაში ცვლილებები სურს. 

კომენტარები