გრიპზე ვაქცინაცია

1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გრიპზე ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა – NCDC

დააავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა ყველა მსურველისთვის, ვინც 6 თვეზე მეტი ასაკის არის.

"ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა". - წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

კომენტარები