ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.74 თეთრით გაუფასურდა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7079 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8877 ლარი. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.88 ლარად.

კომენტარები