საფრანგეთი

პარიზის მეტროში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ქალს, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა

პარიზის მეტროში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ქალს, რომელიც სხვა მგზავრების თქმით, ხმამაღლა ჰყვიროდა ფრაზას – "დიდება ალაჰს!" და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებს ინფორმაცია მუქარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მგზავრმა შეატყობინა, ცეცხლის გახსნის საჭიროება კი ქალის დაუმორჩილებლობამ და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობამ გამოიწვია.

სამართალდამცველები ხაზგასმით აღნიშნავემ, რომ ქალს მათ არაერთ გაფრთხილებაზე რეაგირება არ ჰქონია.

პოლიციის განცხადებით, დაჭრილი ქალი პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

კომენტარები