ირაკლი კობახიძე

კობახიძე: პრეზიდენტი მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს, რომ არ იყო გასაშვები ევროპაში

ქალბატონი სალომე მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო ის გასაშვები ევროპაში. როდესაც პრეზიდენტი მიდის ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერს ან სურს ან არ სურს ევროპაში ინტეგრაცია, ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რადიკალურ პოლიტიკოსებთან ერთად ჩართული იყო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაციაში. და მისი ეს სატელევიზიო გამოსვლაც არის, რა თქმა უნდა, სტატუსის საწინააღმდეგო აგიტაცია. როდესაც შენ ეჭვქვეშ აყენებ პრემიერის მოტივაციას ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ, მორიგი მტკიცებულება თავად შემოგვთავაზა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ ის ევროპაში ნამდვილად არ იყო გასაშვები. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები