ტრეფიკინგი

ცოლს და შშმ პირს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა – ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის სქემა, რომლის სისრულეში მოსაყვანად მეუღლეს ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის საშუალებით ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით თბილისიდან ქუთაისში ჩაიყვანა შშმ პირი, რომელსაც მოწყალების შეგროვებას აიძულებდა, თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. მსხვერპლების მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დაკავებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები