რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა, დაშავებულია 1 ადამიანი

28 ოქტომბერს, საღამოს საათებში რუსულმა ჯარებმა ქალაქ ხერსონის სამხრეთ ნაწილში მდებარე კორაბელნის რაიონი დაბომბეს. შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია Telegram არხზე ავრცელებს.

"რუსეთის არმიამ მორიგი შეტევა ხერსონის კორაბელნის რაიონზე დაიწყო". - ნათქვამია ადმინისტრაციის Telegram-ზე.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მამაკაცს ჭრილობები თავისა და კისრის არეში აქვს მიყენებული, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

კომენტარები