რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტების გაშვებული Іскандери-ს ტიპის 4 რაკეტიდან 3 გავანადგურეთ – უკრაინა

Ministry of Defense of the Russian Federation / Facebook

28 ოქტომბრის ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Іскандери-ს ტიპის 4 რუსული რაკეტიდან 3 გაანადგურეს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ავრცელებს

მისივე თქმით, რუსებმა არტილერიით ნიკოპოლის რაიონის მარგანეცის თემზე იერიში ორჯერ მიიტანეს, ხოლო ადგილობრივ სოფლებს ჭურვები ესროლეს.

"ამან [შეტევამ] სიკვდილისა და დაზიანებების გარეშე ჩაიარა". - თქვა ლისაკმა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რაკეტები რუსეთმა ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა. 

კომენტარები