ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.06 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.88 თეთრით გამყარდა. 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7058 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8519 ლარი. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.86 ლარად.

კომენტარები