აშშ

ლუიზიანაში "სუპერ ნისლის" გამო 168 მანქანის შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ჭაობის ხანძრის გამონაბოლქვით და ნისლით გამოწვეული ავტოკატასტროფის შედეგი ლუიზიანაში
Gerald Herbert / AP

ლუიზიანაში ჭაობის ხანძრის გამონაბოლქვისა და ძლიერი ნისლის გამო შტატთაშორის გზატკეცილზე ავტოკატასტროფა მოხდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 63 ადამიანი დაშავდა და 8 დაიღუპა.

აშშ-ს ეროვნული ამინდის სამსახურის (NWS) ინფორმაციით, რეგიონის ჭაობებში ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, რის შემდეგაც გამონაბოლქვი შეერია ნისლს და უწყების განცხადებით, "სუპერ ნისლი" წარმოქმნა. 

მათივე ინფორმაციით, "სუპერ ნისლში" დაახლოებით 168 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

შესაბამისმა დანაყოფებმა 24 ოქტომბრის საღამოს ტერიტორიას დარჩენილი მანქანები მოაცილეს და ნამტვრევების, დიზელისა და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან გაასუფთავეს. 

ამასთან, შტატის ტრანსპორტაციის დეპარტამენტმა ხიდის რამდენიმე არე განსაზღვრა, რომელსაც შეკეთება ესაჭიროება. 

კომენტარები