გერმანია

გერმანიის პოლიციამ 29 წლის კაცი ისლამისტური ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავა

WTVnews UG Essen/dpa/picture alliance

გერმანიის პოლიციამ 29 წლის კაცი ისლამისტური ტერორისტული აქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის ვარაუდით, კაცი ისრაელის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე თავდასხმას გეგმავდა. 

29 წლის ბრალდებული ქალაქ დუისბურგში ცხოვრობდა. პოლიციამ დაკავებისას მისი სახლიც გაჩხრიკა. 

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, კაცს კომუნიკაცია ჰქონდა უცხოელ პირთან, რომელიც ისლამისტურ ტერორიზმთან არის კავშირში. 

გერმანული გამოცემების Bild-ის და Der Spiegel-ის ცნობით, მამაკაცი ისრაელის მხარდამჭერ აქციებზე იერიშის მიტანას დიდი ზომის მანქანით შევარდნით აპირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ინტერნეტში ისრაელის მხარდამჭერ უახლოეს ღონისძიებებს ეძებდა. 

დიუსელდორფის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილმა ფედერალურ ციხეში 5 წელი გაატარა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობის და კიდევ სხვა ბრალდებებისთვის. 

კომენტარები