ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში – დაიღუპა ერთი ოჯახის 2 წევრი, დაშავდნენ ბავშვები

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავტომობილში ერთი ოჯახის ექვსი წევრი იჯდა - ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი.

გარდა ამისა, ავტოავარიის შედეგად დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვები -  მათ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებათ.

კომენტარები