პატიმრების შეწყალების საქმე

2019 წელს ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება – შოთაძე

ტაბულა

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ "კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე" გამოძიება გრძელდება. 

"ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია, დაგიდასტუროთ. გამოძიება დაწყებული არის რამდენიმე წლის წინ, საჯაროდ ცნობილ გარემოებებზე დაყრდნობით, შესაძლო დანაშაულებების ფაქტზე". - თქვა შოთაძემ.

ჟურნალისტებმა მთავარ პროკურორს ასევე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, სალომე ზურაბიშვილი "შეწყალების საქმესთან" დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, რაზეც შოთაძემ უპასუხა, რომ ეს კანონმდებლობით შეზღუდულია, რადგან პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს.

"მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება შესაძლებელია იმპიჩმენტის შემთხვევაში, თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ფაქტი“. – თქვა პროკურორმა.


2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძისა და სხვა შეწყალებული პირების საქმეზე გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო

კომენტარები