24 ოქტომბრის ღამით რუსებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 6 დრონით შეუტიეს, ხოლო უკრაინელებმა 6-ვეს განადგურება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მიიტანეს მორიგი საჰაერო იერიში Shahed-136/131-ის ტიპის 6 დრონით. საზენიტო თავდაცვამ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა". - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით მთლიანობაში, გასული დღის განმავლობაში რუსებმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 68 საჰაერო იერიში მიიტანეს, ხოლო სამხედროებსა და დასახლებულ პუნქტებს ზალპური სისტემებიდან 49-ჯერ დაესხნენ თავს.
უკრაინული მხარის ცნობით, დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ, ასევე არიან დაჭრილებიც. ამასთან, დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



