ჩინური იარაღი

სერბეთი ჩინეთისგან იარაღის დამატებით შესყიდვას გეგმავს

სერბეთის ვიცეპრემიერის თქმით, ჩინურმა შეიარაღებამ, კონკრეტულად კი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და დრონებმა, სერბეთის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

"სერბეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი როლი სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას უჭირავს". – თქვა სერბეთის ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა თავის ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ სერბეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდაა. 

ჩინეთისა და სერბეთის პრეზიდენტების მიერ პეკინში გამართული შეხვედრის შემდგომ, ჩინეთის პრეზიდენტმა სინ ძინპინმა ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სერბეთის მიერ საკუთარი სუვერებულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩევიჩის თქმით, ჩინური წარმოების FK-3-ის ტიპის საშუალო რადიუსის მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ისევე, როგორც CH-95 და CH-92A-ის უპილოტო საფრენი აპარატები, სერბეთის თავდაცვის შეიარაღებისთვის უდავოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.  

სერბეთმა FK-3 ტიპის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც რუსული S-300 სა და ამერიკული Patriot-ის მსგავსია, ჩინეთისგან 2019 წელს შეიძინა.  

სერბეთის მიერ შეიარაღების ზრდამ სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა გაამწვავა. 

პრეზიდენტ ვუჩიჩის თქმით, მხარეებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან ჩინეთი სერბეთის ერთ-ერთ ყველაზე სანდრო პატრნიორს წარმოადგენს. 

კომენტარები