ისრაელის დროშა

შსს-მ ისრაელის დროშის შელახვის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისრაელის დროშის შელახვის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით [174-ე მუხლი 18 პრიმა] წარმოება დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაცია უწყებაში ტაბულას დაუდასტურეს.

19 ოქტომბერს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან ისრაელის დროშას ფეხით შედგნენ და დაწვა სცადეს.

კომენტარები