აშშ

კოლორადოში პოლიციამ დამკრძალავი ბიუროდან გახრწნის პროცესში მყოფი 189 ცხედარი გამოიტანა

დამკრძალავი ბიურო კოლორადოში, სადაც ცხედრებს მაცივრის გარეშე ინახავდნენ
CBS

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, პოლიციამ დამკრძალავი ბიუროდან, სულ მცირე, 189 გახრწნის პროცესში მყოფი ცხედარი გამოიტანა, რომლებსაც მაცივრის გარეშე ინახავდნენ.

დამკრძალავი ბიურო The Return to Nature თავის მომხმარებლებს "მწვანე" დაკრძალვის ცერემონიებს სთავაზობს, რაც ბალზამირებისა და ყველანაირი ნივთიერების გამოყენების გარეშე დასაფლავებას გულისხობს. 

კოლორადოს კანონმდებლობის მიხედვით, "მწვანე" დაკრძალვის შემთხვევაში ცხედარი 24 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს ან შესაბამის მაცივარში უნდა ინახებოდეს.

როგორც ირკვევა, The Return to Nature ცხედრებს დროულად არ ასაფლავებდა და არც შესაბამისი პროცედურების დაცვით ინახავდა თავის საწყობში. ბიუროს ხელმძღვანელს"ადამიანის ნეშტების არასათანადო შენახვაში" სდებენ ბრალს.

პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ცხედრების იდენტიფიკაცია შესაძლოა "ძალიან ხანგრძლივი პროცესი" იყოს.

კომენტარები