რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას I მოსმენით მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Українська правда რამდენიმე დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ტერიტორიაზე საქმიანობა აეკრძალოს.

ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი 267-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 15-მა მისცა.

რადას დეპუტატის, ვიქტორია სიუმარის თქმით, რადაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მხარდაჭერა გამოთქვეს აკრძალული პრორუსული პარტიის, ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის თავმჯდომარე, იური ბოიკო, დეპუტატი ევგენი შევჩენკო და ფრაქცია ხალხის მსახურიდან გარიცხული არტიომ დმიტრიუკი.

კომენტარები