ლარის კურსი

ლარი კურსი ევროსთან გაუფასურდა, დოლართან იგივე დარჩა – 18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი ევროსთან მიმართებით 0.19 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან - იგივე დარჩა. 18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6925 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8422 ლარი. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა, მათ შორის 40 000 000 დოლარი გუშინ, 17 ოქტომბერს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85 ლარად.

კომენტარები