პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე: მომავალი 1 წლის განმავლობაში ზურაბიშვილი ნაცმოძრაობის პრეზიდენტი იქნება

მოხდა იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, შედეგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად დღეიდან, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იქნება, რეალურად, მხოლოდ ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ნაც-მოძრაობის პრეზიდენტი. 

თქვა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი პარლამენტში არ შედგა

კომენტარები