პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე: ოროსანზე გათვლილი კონსტიტუცია უნდა დაგვეწერა

კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო დისკუსიები, რომლებიც წარიმართებოდა. მე და ბატონ თენგიზ შარმანაშვილს გვქონდა დისკუსია. ბატონი თენგიზი ამტკიცებდა, რომ კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო, პირობითად, ეს შიდა დისკუსია იყო, რა თქმა უნდა, ოროსანზე გათვლილი. მე ვამტკიცებდი, რომ კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო სამოსანზე გათვლილი. აღმოჩნდა, რომ მე არ ვიყავი მართალი - ოროსანზე გათვლილი კონსტიტუცია უნდა დაგვეწერა.

თუმცა, არ არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც ოროსანი-სამოსანი წაიკითხავს ისე, როგორც მას არ უნდა. თუ კეთილსინდისიერი არ ხარ, იურისტი თუ არაიურისტი, ნებისმიერ ტექსტს წაიკითხავ ისე, როგორც გინდა. ამას, მართლაც სამოსნობაც არ ჭირდებოდა, ამ კაზუსის ამოხსნას. არც ოროსნობა არ ჭირდებოდა, იურისტობაც კი არ ჭირდებოდა, თუმცა ვიღაცებმა მაინც მოახერხეს და აბსურდული მოსაზრებები გაახმოვანეს. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვისას.

კომენტარები