პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე პრეზიდენტს: ბილბორდებზე ჩაგენაცვლეთ, რადგან არავის უნდოდით

თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე, რატომ? იმიტომ, რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ ტურში, არც მეორე ტურში, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი, პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს, სხვადასხვა გარემოებას, ამაზე აღარ მინდა, დეტალურად ვისაუბრო და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ.

მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, იმპიჩმენტის პროცედურის განხილვისას სალომე ზურაბიშვილს.

კომენტარები