რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, თავის ტერიტორიაზე 28 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა
Sergey Bobylev/TASS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 18 ოქტომბრის ღამით ჩამოგდებულია 28 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

დრონები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის და კურსკის ოლქებში, ასევე შავი ზღვის აკვატორიაში ჩამოაგდეს.

"დღეს ღამე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე კიევის რეჟიმის მორიგი ტერორისტული შეტევა შევაჩერეთ". – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ოლქების ადმინისტრაციის ცნობით შეტევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

კომენტარები