აზერბაიჯანი-თურქეთი

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

მომავალ კვირაში აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება 23-25 ოქტომბერს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის, ბაქოში, ნახიჩევანსა და "აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე" გაიმართება.

უწყების განცხადებით, ერთობლივი ტაქტიკური წვრთნა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება.

თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თურქი სამხედროების ჯგუფი და საავიაციო ტექნიკა უკვე აზერბაიჯანში იმყოფება.

კომენტარები