ქართული ოცნება

თალაკვაძე ოპოზიციას: 1984-ში ხართ, მეგობრებს ეძახით მტრებს, მონობას - თავისუფლებას

რადიკალურმა ოპოზიციამ ბრძოლა გამოუცხადა საქართველოს ევროპულ მომავალს, ამის მტკიცებულებებიც ვნახეთ, როცა განცხადებები იყო გაკეთებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო მედიაში, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროპაში მხარდაჭერა.

მათ გამოუცხადეს ბრძოლა საქართველოს მეგობრებსაც და შემთხვევითი არ არის, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრისადმი, რომელიც სტუმრად იყო საქართველოში, მადლობა  კი არ გამოხატეს  მხარდაჭერისთვის, არამედ მისი დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა დაიწყეს, ცდილობდნენ, დაერქვათ მისთვის ავტორიტარი, პრორუსი და ა.შ.

რა უნდა ითქვას, ჯორჯ ორუელის 1984-ში ხართ, მეგობრებს ეძახით მტრებს, ომს ეძახით მშვიდობას და მონობას ეძახით თავისუფლებას.

მიმართა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები