ლარის კურსი

$40 მლნ-ის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან 0.5 თეთრით გამყარდა, ევროსთან 0.15 თეთრით

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.52 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.15 თეთრით გაუფასურდა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6925 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8403 ლარი. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა, მათ შორის 40 000 000 დოლარი დღეს, 17 ოქტომბერს.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85 ლარად.

კომენტარები