მდინარაძე ჟურნალისტს: რუსეთსა და ჩინეთს ერთ კონტექსტში მოიხსენიებთ, ძალიან ცუდია

რუსეთსა და ჩინეთს ერთ კონტექსტში მოიხსენიებთ, რაც ძალიან ცუდია და ძალიან ცუდად იქცევით როგორც ჟურნალისტი, ჩემი აზრით, როცა ამას აკეთებთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორს - ჩინეთს და ოკუპანტს - რუსეთს ერთ კონტექსტში მოიხსენიებთ და ამით სერიოზულ უხერხულობას ქმნით. ამას ხო ვიღაცები ისმენენ, რომ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც ერთ კონტექსტში მოიხსენიებს რუსულ და ჩინურ მმართველობას. მე რომ ჩაგყვეთ, შეცდომა რომ დავუშვა ხომ შეიძლება, საპარლამენტო ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შეცდომა დაუშვა და ჩაგყვეთ ამ ლოგიკაში, ხო ძალიან სერიოზულ უხერხულობას ქმნით, ეს ხომ ბოროტებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, როცა ოკუპანტი ქვეყნის კონტექსტში იხსენიებთ. ამიტომ ეს არ უნდა გააკეთოთ, შეგნებულად თუ ხდება - მით უარესი, თუ შეუგნებლად, ისწავლით და აღარ გააკეთებთ, დარწმუნებული ვარ.

მიმართავს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს.

კომენტარები