პრეზიდენტის იმპიჩმენტი

მდინარაძე 3 მოსამართლეზე: ავითარებენ პოლიტიკურ ლოგიკას, ეს იურიდიული ლოგიკა არ არის

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ის მოსამართლეები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს, იურიდიული ლოგიკიდან გასულები არიან და პოლიტიკურ ლოგიკას ავითარებენ.

მამუკა მდინარაძე საკუთარი ნათქვამის დასადასტურებლად ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას Facebook-ის პოსტს იშველიებს, სადაც იგი წერს, რომ "სამი ცალკეული მოსამართლე გვყავს".

"დამთხვევა ხომ არ არის, რომ მაინცდამაინც ის სამი მოსამართლე, რომელიც ახლა აფიქსირებს განსხვავებულ აზრს, მოიხსენიება გვარამიას მიერ როგორც - გვყავსო, ასეთებად, რომ მათ ჰყავთ და არა სამია იქიდან მხოლოდ მოსამართლე და სხვა არა, ასეც შეეძლო, განათლება აძლევდა ამის საშუალებას სიტყვათა ეს წყობა გამოეყენებინა, მაგრამ რადგან ჰყავთ მათ, ეს არის ყველაფრის საფუძველი, რადგან ეს სამი მოსამართლე ამ შემთხვევაშიც იურიდიული და კონსტიტუციური ლოგიკიდან აბსოლუტურად გასულ მსჯელობას ავითარებს და მე მართლა არ წამომიდგენია, მათ პროფესიულ დონეს ნამდვილად არ მივაყენებ შეურაცხყოფას, იმიტომ რომ მიმაჩნია ზუსტად იციან, როგორ იმიჯნება პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილება მაგალითად, საგარეო მიმართულებით, როგორ იმიჯნება მათი - მოსამართლეების, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს და პარლამენტის უფლებამოსილება, მაგრამ ამ მსჯელობაშიც სხვანაირად შემოდიან. ეს ძალიან კარგად იციან, წარმოუდგენლად მიმაჩნია, არ იცოდნენ, მაგრამ შეგნებულად გადიან ამ ლოგიკიდან და ავითარებენ სხვა იმგვარ ლოგიკას, რომელიც არის პოლიტიკური ლოგიკა, იურიდიული ლოგიკა ეს არ არის". - ამბობს მდინარაძე.

16 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მერაბ ტურავამ გამოაცხადა. განსხვავებული აზრი მხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

კომენტარები