პრეზიდენტის იმპიჩმენტი

მდინარაძე პრეზიდენტზე: სასამართლოსა და პარლამენტარებს შეურაცხყოფა მიაყენა

სალომე ზურაბიშვილმა მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ასევე, არ დაიშურა შეურაცხმყოფელი სიტყვები საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებდნენ, განსაკუთრებით მისი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რომ ის საქართველოს პრეზიდენტად არჩეულიყო. წინასაარჩევნო კამპანიაში რომ არა ამ ადამიანების ჩართულობა - მისი შანსი ნული იყო, იმდენად არ ჰქონდა პიროვნული ავტორიტეტი  და იმდენად გვინდოდა ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი და ასე შემდეგ, რა არგუმენტებიც ჰქონდა, ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, რომ ის ადამიანები, რომლებსაც მძიმე შეურცხყოფას აყენებს, კარდაკარ დაიდოდნენ და საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ. ის კი არა, მოგვიწია, რომ ქართული ოცნების ლიდერების ბილბორდები ყოფილიყო განთავსებული მისი ფოტოების მაგივრად და ამ ხალხს ეძახის ახლა შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

კომენტარები