უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებზე იერიშები მიიტანეს.
ამის შესახებ განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა გაავრცელა. მათი ცნობით, იერიში წარმატებული იყო. შემდეგში უკრაინის გენშტაბში დააზუსტეს, რომ დარტყმის შედეგად დაზიანდა მოწინააღმდეგის ორი ვერტმფრენი, საბრძოლო მასალის საცავი და საარტილერიო დანადგარები.
17 ოქტომბრის ღამეს ადგილობრივ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბერდიანსკში მომხდარი აფეთქება იყო ასახული.