ლილუაშვილი: ოცნებას მიზნად დასახული აქვს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიქვემდებაროს

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას რაც შეეხება - არ მგონია, საზოგადოებაში განსხვავებული მოლოდინები ყოფილიყო, იმიტომ, რომ იცით, ეს მოსამართლეები და ზოგადად, ეს სასამართლო, რომელიც სატელეფონო ჩატის საშუალებით იმართება, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირმშოა, შემდეგ გადაბარებულია და მერე, ნაც-ქოცური შეთანხმებით ერთობლივად გაძლიერებულია. განსხვავებული მოლოდინი არ მქონდა. ქართულ ოცნებას მიზნად დასახული აქვს, რომ პარტიულად, პირდაპირ პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიქვემდებაროს. ჩვენი პოლიტიკური ამოცანა იყო და არის, რომ ოცნებამ ვერანაირი ფორმით 100 ხმა ვერ შეაგროვოს. 

თქვა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

კომენტარები