წყალმომარაგების შეზღუდვა

მილის დაზიანების გამო თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 18 საათით შეუწყდა – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, დღეს, 16 ოქტომბერს, როსტევანის N4-ის მიმდებარედ ავარიულად დაზიანდა მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს. კომპანიის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები 16 ოქტომბრის 13:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. 

16 ოქტომბრის 13:00 საათიდან 17 ოქტომბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდა:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI, VII კავრტლებს, ნუცუბიძის III მიკრორაიონს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, სანდრო ეულის, ნადირაძის, ქავთარაძის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ბუდაპეშტის, გაზაფხულის, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს, ასათიანის, ლვოვის და ონიაშვილის ქუჩების ნაწილს.

სოფელ დიღომში:

ხატაეთის, ფარნავაზის, შერმადინის, გიორგიწმინდას, მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალის, მიხეილ მესხის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებს. როსტევანის II ჩიხს.

ზაჰესში:

ხანძთელის ქუჩის ნაწილს.

GWP-ში ამბობენ, რომ წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

კომენტარები