არასრულწლოვნის ცხედარი

ხაშურში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

ცხედარი კორპუსის ეზოში, მაცხოვრებლებმა ნახეს. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მოზარდი წარსულში გაუპატიურების მსხვერპლი იყო - გარდაცვლილის ბაბუას გასული წლის  სექტემბერში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები