სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

www.collective-evolution.com

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. 

რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ უტარდებათ. 

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 200 000 დოზა შეიძინა.

"ჯანმოს მიერ რეკომენდებული ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე" - აღნიშნავს სამინისტრო.  

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:

  • შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • მკურნალობის ქვეშ მყოფი C ჰეპატიტის მქონე პირები;
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
  • ორსულები;
  • 60 წელს გადაცილებული, ხანდაზმული პირები;
  • სკოლების პედაგოგები;
  • ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები;
  • სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი.

რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი. ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/jsuBH

კომენტარები