ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 2.6 თეთრით გამყარდა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6984 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8393 ლარი. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 109 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი - 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85 ლარად.

კომენტარები