მარია ოვსიანიკოვა

მარინა ოვსიანიკოვა მოწამვლას უარყოფს: სისხლში ტოქსიკური ნივთიერებები არ აღმოჩნდა

მარინა ოვსიანიკოვა
Befunky

მარინა ოვსიანიკოვა მოწამვლის შესახებ ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ამბავს გამოეხმაურა.

"ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე სწრაფად გაუარესდა, რომ ფრანგულმა პოლიციამ გამოძიების ჩატარება გადაწყვიტა. ამაში არაფერია უცნაური, ვიანიდან პუტინის რუსეთი დიდი ხანია ასოცირდება ომთან და პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მოწამვლასთან". – წერს ოვისანიკოვა საკუთარ ტელეგრამ-არხზე. 

12 ოქტომბერს გამოცემა Le Figaro-ში გაჩნდა ცნობა ჟურნალისტის მოწამვლასთან დაკავშირებით. სტატიაში ეწერა, რომ ოვსიანიკოვა პარიზის ბინაში თეთრი ფხვნილი იპოვა. რუსმა ჟურნალისტმა ამბავი უარყო, მისი თქმით მსგავსი არაფერი მომხდარა.

"სისხლის ანალიზის პასუხები მოვიდა. არ არის აღმოჩენილი ტოქსიკური ნივთიერებები. მადლობა ყველას, ვინც წუხდა ჩემზე". – წერს ოვსიანიკოვა.

ოვსიანიკოვამ სახელი გაითქვა, როდესაც 2022 წლის 14 მარტს, ОРТ-ს პირდაპირ ეთერში პოსტერი წარწერით No War გაშალა. პოზიციის დაფიქსირების გამო ჟურნალისტმა სამსახური დაკარგა, ასევე სასამართლომ მას 30 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 

2022 წლის ივლისში ჟურნალისტმა მოსკოვში პიკეტი მოაწყო. ოვსიანიკოვა სანაპიროზე პოსტერით გამოვიდა, რომელზეც ეწერა "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს რომ შეჩერდეთ". 

აზრის დაფიქსირებისთვის ოვსიანიკოვა დააკავეს და გამოძიების დაწყებამდე შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტმა შვილთან ერთად რუსეთი დატოვა.

ოქტომბრის დასაწყისში მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტს "სამხედრო ფეიკების გავრცელებისთვის" დაუსწრებლად 8.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები