საქართველო-აშშ

დანიგანი: მოუთმენლად ველოდები ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას

მოუთმენლად ველი ქართველ ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის უფრო მეტად გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთთან. პრეზიდენტ ბაიდენთან, მდივან ბლინკენთან ერთად მეც მხარს ვუჭერ ამ გზას. მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად.

მოუთმენლად ველოდები ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინდა, გავიმეორო ჩემი პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივან ბლინკენის სამძიმარი ისრაელის ხალხის მიმართ. აშშ და საქართველო ერთად დგანან და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის

თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა.

კომენტარები