გიორგი კაკაურიძე

კაკაურიძე სოცდაუცველებზე: თუ ვაკანტურ ადგილებზე არ დასაქმდებიან, ჩაეხსნათ ბენეფიტები

ეტაპობრივად, შიგნით, პროგრამაში რაღაც უნდა დაიხვეწოს. ნებისმიერ ქვეყანას, სოციალური პოლიტიკა იმგვარი აქვს, რომ შრომისუნარიანი ხალხი გადაიყვანოს დასაქმებაში.

ძალიან სამწუხარო რეალობა გვაქვს, დაახლოებით 200 000-მდე შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. ეს ადამიანები ოფიციალურად არ მუშაობენ. ამავდროულად, კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულია კონკრეტული ვაკანტური ადგილები, მაგრამ ამ სამუშაოებზე არ თანხმდებიან. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, ერთზე, ორზე, ან სამზე, უნდა ჩაიხსნას ეს ადამიანი სოციალური ბენეფიტებიდან, მაგრამ იქიდან, რომ არსად მუშაობენ და მეორე დღეს დაიწყო მისი ჩახსნა, არ იქნება სწორი.

გარდამავალი პერიოდია. ისევ სოციალურად დაუცველებს და ოჯახებს ხმარდებათ ეს საქმე. რომელიღაც სასაფლაოს მოვლას არ სჭირდება 8 საათი, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით 300 ლარს კი არა 1 500 ლარს აიღებს. ვინც სოციალურად დაუცველი იყო და კერძო სექტორში წავიდა და ხელფასი 1500 ლარი აქვს, მასაც შეუნარჩუნდა დახმარება. გასაუმჯობესებელია პროგრამა? - შეიძლება. რაღაცები შესამცირებელია? - შეიძლება.

თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონპროექტს განიხილავდნენ.

კომენტარები