მიხეილ სააკაშვილის მისაღები

სააკაშვილი მისაღების გახსნაზე: ახლა დროა ყველასთან საუბრის, ვიმუშაოთ ერთიანობისთვის

ძალიან მიხარია, რომ ამ ოფისის გახსნაზე მოხვედით. ესე იგი, არ ხართ გულგრილი. ესე იგი, გჯერათ, რომ ჩავალთ დანიშნულების ადგილას და მზად ხართ იბრძოლოთ ამისთვის. დიდი მადლობა სოფო ჯაფარიძეს, რომელთანაც ყველაზე დიდი საერთო ის გვაქვს, რომ ორივეს უზომოდ გვიყვარს ჩვენი ხალხი და გვინდა, რომ არ მივატოვოთ ის და დავეხმაროთ ამ გაჭირვების გადალახვაში.

დიდი მადლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრძოლაში გამობრძმედილ გუნდს. მეც გავრისკე ჩემი სიცოცხლე და განვიცდი ყოველდღიურ ტანჯვას და დამცირებას იმიტომ, რომ მჯერა, რომ ამ განსაცდელსაც გადავლახავ... მჯერა, რომ ღმერთი არ გაგვწირავს...

...ჩემთვის არაფერს ნიშნავს ფული, ფუფუნება და საკუთარი სიცოცხლე. მზად ვარ ყველაფერი შევწირო უკრაინის გამარჯვებას, ამ გამარჯვებასთან პირდაპირ დაკავშირებულ საქართველოს გამთლიანებას და ჩვენს ისტორიაში ყველაზე წარმატებული, ახალი ეპოქის დადგომას. ახლა დროა ყველასთან საუბრის, ყველაფრის განმარტების... ვიმუშაოთ ერთიანობისთვის.

მიხეილ სააკაშვილის წერილი მისივე მისაღების გახსნაზე ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ წაიკითხა.

კომენტარები