მიხეილ სააკაშვილის მისაღები

ჯაფარიძე სააკაშვილის მისაღების გახსნაზე: აქ შევქმნით გამარჯვების ფორმულას

მადლობა პრეზიდენტს ამ დიდი პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის. მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომელთა დახმარებითაც და ჩართულობითაც შევძელით და გავხსენით დღეს მიხეილ სააკაშვილის ოფისი... ძალიან დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომლებიც აქ იმყოფებიან... აქ ვხედავ ბევრ სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანს, რომლებსაც ერთი იდეა აინტერესებთ, იდეა, რომელსაც საქართველოს თავისუფლება ჰქვია...

...[სააკაშვილისთვის] ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება ჩვენი საზოგადოების აზრი და ის ყოველთვის, როგორც იდგა ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ახლაც, ამ ოფისის მეშვეობით შეძლებს, რომ თითოეული მათგანის გვერდით იდგეს. ის ძალიან ხშირად პასუხს სცემს უამრავ ჩვენს მოქალაქეს, რაც, მე მგონი, ძალიან დიდ შედეგამდე მიგვიყვანს.

ბევრს გონია, რომ ჩვენ შევეგუეთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და შევეგუეთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პუტინის ტყვე - არავინ მოგატყუოთ მეგობრებო. ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ყოველდღიურად გაიგებთ, თუ რა ნაბიჯებს ვდგამთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. აქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ფორმულას... დღეს ჩვენ ვდგავართ ერთად. ჩვენ დღეს ვდგავართ საქართველოს თავისუფლების და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გვერდით. ვიბრძოლებთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან მალე.

და ბოლოს, ყველამ კარგად ვიცით სად არის მიხეილ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილი არის რუსული რეჟიმის ტყვე. ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ხალხი და მათ არ სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი დატოვებდა აი ამ ძალიან დიდ პატივისცემას და აღიარებას, რაც მას უკრაინაში ჰქონდა და აქვს, მაგრამ მან გადადგა ძალიან რთული და ძალიან პატრიოტული ნაბიჯი. ის ჩამოვიდა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ყოფილი პრეზიდენტის მისაღების გახსნაზე.

კომენტარები