ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.67 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 1.93 თეთრით. 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6960 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8586 ლარი. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 109 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.7 ლარია, ხოლო ევროსი - 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.87 ლარად.

კომენტარები