მარცვლეულის კრიზისი

ზელენსკიმ უკრაინიდან მოლდოვისა და რუმინეთის გავლით მარცვლეულის დერეფნის შექმნა დააანონსა

Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვისა და რუმინეთის გავლით მარცვლეულის ახალი დერეფნის შექმნა დააანონსა

"უკრაინა-რუმინეთი-მოლდოვის სამკუთხედით ჩვენ ძლიერ საფუძველს შევუქმნით არამხოლოდ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის, არამედ - ევროპის განვითარებას... მარცვლეულის კორიდორი უკრაინიდან მოლდოვისა და რუმინეთის გავლით მალე ამუშავდება". –  განაცხადა ზელენსკიმ ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე. 

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მზაობა გამოთქვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საერთო ძალისხმევით ხელი შეუწყოს უკრაინიდან მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის ექსპორტს და ამავდროულად, იმედი გამოთქვა, რომ რუმინელი ფერმერების სამართლიანი ინტერესები გათვალისწინებული იქნება. რუმინეთი მხარს დაუჭერს და დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას მოწყვლადი ქვეყნების დახმარებაში – განაცხადა იოჰანისმა. 

მხარეები შეთანხმდნენ რუმინეთის პორტების გავლით მარცვლეულის სატრანზიტო რაოდენობის გაორმაგებაზე. შეთანხმების მიხედვით, რუმინეთის პორტები 4 მილიონ ტონაზე მეტ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მიიღებს, დღეის მდგომარეობით, უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის საერთო რაოდენობის 60% რუმინეთში გადის.

კომენტარები