გარი კასპაროვის ინტერვიუ

კასპაროვი: ევროპის უმოქმედობამ 2008-ში რუსეთს გზა გაუკაფა უკრაინაში შეჭრისკენ

ევროკავშირმა საქართველოს ბოდიში უნდა მოუხადოს იმ აბსოლუტურად სამარცხვინო პასუხის გამო, რომელიც 2008 წელს პუტინს გასცეს, როცა პრაქტიკულად არაფერი მოიმოქმედეს. 2008 წელს რუსეთი მიხვდა, რომ მას შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც მოუნდება. 2008 წელს ევროპის უმოქმედობამ მას გზა გაუკაფა ყირიმის ანექსიისა და შემდეგ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ. 

საქართველო მიემართება ბელარუსის მიმართულებით, რადგან თქვენ გყავთ დემოკრატიული მთავრობა, მაგრამ გყავთ დიქტატორიც. ბიძინა ივანიშვილი არის დიქტატორი, რომელიც რუსეთთან გარიგებაშია. მან შეიმუშავა ძალიან დახვეწილი ნეთვორქი სანქციებისგან თავის არიდების. ის მუშაობს რუს ოლიგარქებთან. ისმის კითხვა: რატომ არ არის ის სანქციების სიაში?

ამბობს ჭადრაკის რუსი დიდოსტატი, განახლების დემოკრატიული ინიციატივისა და ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარე, გარი კასპაროვი TV Pirveli-თან ინტერვიუში. გამოყენებულია ტელევიზიის სინქრონული თარგმანი.

კომენტარები