რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვიაჩესლავ ვოლოდინი: რუსები, ვინც უკრაინას ემხრობიან, ციმბირში უნდა გავგზავნოთ

დუმის ქვედა პალატის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ რუსები, რომლებმაც დატოვეს სამშობლო ომში უკრაინას უჭერენ მხარს რუსეთში დაბრუნებისთანავე ციმბირში უნდა გააგზავნონ.

ვოლოდინმა ოპოზიციურად განწყობილი რუსების გაციმბირების წინადადება რუსეთის პარლამენტის კანონმდებლებს შესთავაზა. მისი თქმით, იმ რუსმა მოქალაქეებმა, რომლებიც უკრაინის მხარეს გადავიდნენ უნდა იცოდნენ, რომ მას სამშობლოში კარგად არ მიიღებენ. 

"მათ მაგადანის ოლქი ელოდებათ" - თქვა ვიაჩესლავ ვოლოდინმა რუსეთიდან გაქცეულ მოქალაქეებზე. 

კომენტარები