ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.18 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 3.15 თეთრით. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6793 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8393 ლარი. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 109 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.  

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.86 ლარად.

კომენტარები