ძლიერი ქარი

საგანგებო: ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო 112-ში 64 შეტყობინება შევიდა

flickr

ბოლო 24 საათში, ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოდან 64 შეტყობინებაა შემოსული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. 

უწყების ინფორმაციით, გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან იყო - 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, იმერეთში- 2, გურიაში - 1, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 შეტყობინება დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები