უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაური შეცვალა. ახალი მეთაური მაიორ გენერალი ანატოლი ბარჰილევიჩი გახდება. ანატოლი ბარჰილევიჩი აქამდე უკრაინის სახმელეთო ძალების ტერიტორიული თავდაცვის სარდლობის მეთაური იყო.
მეორე დეკრეტით ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობიდან იგორ ტანციურა გაათავისუფლა. ტანციურა აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის 15 მაისიდან იკავებდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა გახდა იგორ ტანციურას თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი.





