ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.44 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.37 თეთრით. 9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6675 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8078 ლარი. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 109 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.  

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი - 2.87 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.82 ლარად.

კომენტარები